ბათუმში, ზღვისპირა პარკში კაფეს ცეცხლი გაუჩნდა

09 თებერვალი 2020, 10:41 1783 ნახვა

ბათუმში, ერთ-ერთ კაფეს ხანძარი გაუჩნდა.ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობა, მობილიზებულნი იყვნენ  ასევე, საპატრულო ეკიპაჟებიც. ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.  ცეცხლი  კაფის  ვერანდას გაუჩნდა და დაახლოებით, 20 კვადრატი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი