დიპლომატიური არქივის გამოფენა პარიზში

21 აპრილი 2016, 00:00 4620 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი კი ოფიციალური ვიზიტით  საფრანგეთში იმყოფება. გიორგი მარგევლაშვილმა  ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანთან და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დიპლომატიური არქივის გამოფენა გახსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა გამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა - ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანმა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს მნიშვნელოვანი უწოდა და გიორგი მარგველაშვილს  საჩუქრად დიპლომატიური არქივიდან ორი დოკუმენტი გადასცა.

ამავე კატეგორიაში