გამოხატვის თავისუფლება საქართველოში, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები და გამოწვევები,– „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ კვლევას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება ტენდენცია, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ისევე როგორც შეკრებისა და მანიფესტაციების უფლება. ორგანიზაცია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს იწუნებს. ანგარიშში მოხვდა აჭარის მაუწყებლის საქმე. ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი შეფასებულია როგორც ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიასაშუალებაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა.