ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გაცემის დაშვებასთან დაკავშირებით, ოპოზიცია ღიად საუბრობს არჩევნების შესაძლო გაყალბებაზე, რასაც ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს. საკონსტიტუციო სასამართლო საქართველოში პირადობის მოწმობის გაცემის წესის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს.
ორი პირის სარჩელის განხილვა საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ დაიწყო. მოსარჩელეები ირწმუნებიან, რომ ილახება მათი რელიგიური და თანასწორობის უფლება. შეიცავს თუ არა საფრთხეს საარჩევნო წელს უჩიპო პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დაშვება?