კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

24 იანვარი 2020, 10:38 1600 ნახვა

კორონავირუსით გარდაცვალების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 25 შემთხვევაა უკვე დადასტურდა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია, - ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულმა კომისიამ განაცხადა.

ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება, ვინაიდან ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის ფარგლებს შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს.

გუშინ ქალაქი უხანის 11 მილიონიან მოსახლეობას მთავრობამ რეკომენდაცია მისცა „განსაკუთრებული მიზეზის“ გარეშე ქალაქი არ დატოვონ. შეზღუდვები დაწესდა ქალაქ ხუანგანში შესვლასა და გადაადგილებაზეც. დაუდგენელი კორონავირუსი 12-დან 29 დეკემბრის პერიოდში გამოვლინდა.

ფიქრობენ, რომ წყარო ქალაქში არსებული ცხოველების ბაზარია. ვირუსი ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება, მისი სიმპტომებია ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ხველა. ცნობილია, რომ  ჩინეთში საქართველოს საელჩომ ცხელი ხაზი აამოქმედა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში