ამერიკის სამხედრო ბაზებზე ირანის სარაკეტო შეტევების შემდეგ, ნავთობზე ფასები გაიზარდა - BBC

08 იანვარი 2020, 14:10 1309 ნახვა

ამერიკის სამხედრო ბაზებზე ირანის სარაკეტო შეტევების შემდეგ, ნავთობზე ფასები გაიზარდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აზიის საფონდო ბაზრებზე ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 1.4%-ით აიწია და 69,21 დოლარი შეადგინა. მოიმატა ფასებმა ე.წ. უსაფრთხო აქტივებზე, როგორებიცაა ოქრო და იაპონური ენი.

ამერიკის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერაყში ორი ამერიკული სამხედრო ბაზაზე ირანელებმა ბალისტიკური რაკეტები დაუშვეს. 

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ამერიკული ბაზების დაბომბვა საპასუხო ქმედება იყო დონალდ ტრამპის ბრძანებით, ბაღდადში ირანის გენერლის ლიკვიდაციაზე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში