დემურ სტურუას საქმეში ბრალდებულმა გოდერძი თევზაძემ უვადო შიმშილობა დაიწყო. შიმშილობის გამოცხადებით იმუქრება მისი მეუღლეც. ირმა ბოლოთაშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნით, დემურ სტურუას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა. პარალელურად კი, გარდაცვლილის ოჯახი გოდერძი თევზაძის კანონის სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.