საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მე- 5 წევრი, დეპუტატებმა დღეს უნდა დაამტკიცონ. დაუჭერენ თუ არა შერჩეულ კანდიდატს, გია ქარცივაძეს მხარს ეს დღეს გახდება ცნობილი.
სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს, მანამდე კი ბიუროს სხდომა ჩატარდა. ამ პროცესების პარალელურად მეხუთე მრჩევლის არჩევის საკითხის შეჩერებას სასამართლოს გზით ითხოვენ ყოფილი კონკურსანტები. ოთხმა მათგანმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.