ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილებულია - საგარეო

04 იანვარი 2020, 15:05 1397 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ერაყში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გაფრთხილებული არიან. უწყების ინფორმაციით, ერაყში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან კონტაქტზე იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო იმყოფება, მაგრამ შესაძლოა არსებული სტატისტიკა ერყში მყოფი ქართველების შესახებ შეიძლება არ იყოს ზუსტი.

თუმცა საელჩო მუშაობს ერაყში საქართველოს საპატიო კონსულების მეშვეობით იმ ქართველებთან, ვის შესახებაც არსებობს ინფორმაცია და ყველა მათგანი გაფრთხილებულია უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

ბაღდადის აეროპორტში სამხედრო ოპერაციის დროს, ირანის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, „ყუდსის ძალების“ გენერალი, ყასიმ სულეიმანი დაიღუპა. სიტუაციის დაძაბვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი. თავის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს საფრანგეთი და ბრიტანეთიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი