აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ლევან გორგილაძესთან ერთად ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ინფექციური საავადმყოფო 1960 წლიდან ფუნციონირებს, ბოლოს შენობას სრული რემონტი 80-იან წლებში ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 8 თვეს გაგრძელდება, ამ ხნის განმავლობაში დაწესებულება შეუფერხებლად აგრძელებს სამედიცინო საქმიანობას, ტერიტორიაზე არსებულ სხვა კორპუსებში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო აფინანსებს. რეაბილიტაციისათვის მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯება.