მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას პარტიის პოლიტიკური საბჭოს 17 წევრი წარუდგინა

22 დეკემბერი 2019, 16:16 1604 ნახვა

პოლიტიკური ორგანიზაცია “ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 17 წევრი წარუდგინა საზოგადოებას.

პოლიტსაბჭოს წევრები:

1. კახა ხაზარაძე - ბიზნესმენი. ინჟინერ-მშენებლი. საერთაშორისო კორპორაცია “აი სი არ”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. მრავალი კომერციული ორგანიზაციის დამფუძნებელი და მმართველი.

2. ლაშა ბაქრაძე - ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, საბჭოთა კვლევების ლაბორატორიის თანადამფუძნებელი. იენის და ჰუმბოლტის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული.

3. საბა ბუაძე - იურისტი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი. გრონინგენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობს კორუფციის, გამჭვირვალობისა და საჯარო ფინანსების საკითხებზე.

4. მედეა მეტრეველი - ფილოლოგიის დოქტორი. ხელმძღვანელობდა ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს. 2018 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი.

5. გრიგოლ გეგელია - პოლიტიკური თეორიის დოქტორი. ბრისტოლის, UCL და ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, მიწვეული ლექტორი სხვადასხვა უნივერსიტეტში.

6. სოსო (მალხაზ) ვახტანგაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საქართველოს პარლამენტის მერვე მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან; მინისტრის მოადგილე კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში.

7. ანა ნაცვლიშვილი - იურისტი, უფლებადამცველი. ცენტრალური ევროპისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; იყო საქართველოს მე-4 პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.

8. თამაზ დათუნაშვილი - სოციალური ადმინისტრირების მაგისტრი, სორბონის უნივერსიტეტის და INSEEC Business School-ის კურსადამთავრებული. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

9. მამუკა კაციტაძე - ინჟინერმშენებელი; სამართლმცოდნე. საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატი.

10. კახა კოჟორიძე - იურისტი. LSE-ს (ლონდონის ეკონომიკის სკოლა) სამართლის მაგისტრი. იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი.

11. თამარ შავგულიძე - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. კულტურის მკვლევარი. სამხატვრო აკადემიაში ხელმძღვანელობს მიმდინარე საგანმანათლებლო პროგრამების რეფორმირებისა.

12. გია მორდეხაშვილი - ბიზნესმენი. ბიზნეს ადმინისტირირების მაგისტრი. მრავალი საერთაშორისო კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი.
27 წლიანი ემიგრაციაში ყოფნის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.

13. ირაკლი კუპრაძე - საჯარო სამართლის იურისტი. სამოქალაქო აქტივისტი. წლების განმავლობაში იბრძოდა სხვადასხვა სოციალურ საკითხზე.
იყო სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და თანადამფუძნებელი.

14. დავით უსუფაშვილი - იურისტი. 1993—1995 წლებში მონაწილეობდა საქართველოს კონსტიტუციის შემუშავებაში, იყო შესაბამისი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საიას ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი პირველი თავმჯდომარე. იყო მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე.

15. ფიქრია ჩიხრაძე - ფილოლოგი. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს უნივერსიტეტის პრეს-კლუბის დამფუძნებელი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი; სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი. საქართველოს მე-4 პრეზიდენტის მრჩეველი.

16. გიორგი კანაშვილი - კომპიუტერული ინჟინერიის სპეციალისტი, კავკასიური კვლევების მაგისტრი. დაამთავრა გლაზგოს უნივერსიტეტი. არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი. იყო კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი.

17. ბადრი ჯაფარიძე - ბიზნესმენი. ფსიქოლოგი. ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკის მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული. საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი და დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერი. არის თიბისი ბანკის დამფუძნებელი. არის ამერიკის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი საქართველოში.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი