დაკავებული გამომძიებელი ამბობს, რომ მოზარდზე არ უძალადია არც მას და არც სხვა პოლიცლებს - ადვოკატის კომენტარი

18 დეკემბერი 2019, 17:45 2625 ნახვა

გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ის განმარტავს, რომ რაიმე სახის კანონდარღვევას, იძულებას, მუქარას, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა არასრულწლოვანზე, მისი მხრიდან არ განხორციელებულა და იგივე ქმედება არ განხორციელებულა არც ერთი პოლიციელის მიერ, ვინც განყოფილებაში იმყოფებოდა. 

"უფრო მეტსაც გეტყვით, მეორე დღეს, საგამოძიებო ორგანოში არასრულწლოვნის გამოცხადების ინიციატორი გახდა მისი კანონიერი წარმომადგენელი. შესაბამისად, კითხვა მარტივია, თუ წინა დღეს მის მიმართ განხორცილდა რაიმე სახის იძულება და მუქარა, შეუძლებელია ოჯახის წევრმა გამოთქვას სურვილი, მეორე დღეს საკუთარი ფეხით მივიდეს საგამოძიებო ორგანოში. მარიანა ჩოლოიანი არასრულწლოვანს ეკონტაქტა პოლიციის განყოფილებაში კამერების მეთვალყურეობის ქვეშ, შესაბამისად, ამოღებულია ვიდეოჩანაწერები" - ამბობს ადვოკატი. 

პარალელურად "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", რომელიც გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის უფლებებს იცავს, ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ დაკავებული გამომძიებლის გარდა, ლუკა სირაძეზე კიდევ რამდენიმე პოლიციელმა იძალადა ფსიქოლოგიურად და მათი გამოვლენა და დაკავებაც მოითხოვა. 

ძალადობის ფაქტს გამორციხავდა გამომძიებელი დაკავებამდეც და ამის შესახებ ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი