IRI-ს პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას პასუხობს

17 დეკემბერი 2019, 18:36 1199 ნახვა

პარლამენტში ქართული ოცნების წევრები ვაშინგტონში აირაის-ს პრეზიდენტს შეხვდნენ. ეს პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არაი და NDI გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა,რომ ორგანიზაციების კვლევები არასანდოა და შესაძლოა ისინი შეგნებულად ამახინჯებენ მონაცემებს, საპასუხოდ აირაის პრეზიდენტმა დენიელ ტვინინგმა განაცხადა, რომ მსგავსი რიტორიკა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის მმართველებს ახასიათებთ და მისთვის გაუგებარია, რატომ გააკეთა ასეთი განცხადება ქართული ოცნების ლიდერმა. ირაკლი კობახიძის თქმით შეხვედრაზე ზოგადი პოლიტიკურ-სოციალური თემების გარდა ისაუბრეს, აირაის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტზე, რომელიც მისი მოსაზრებით ნაციონალური მოძრაობის ლობირებას ეწევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი