შაირები, ხალხური გამონათქვამები, ცეკვა და სიმღერა. ინდივიდუალური და საოჯახო შემსრულებლების მონაწილეობით ფესტივალი ‘’ტრადიციების კვალდაკვალ’’ დასრულდა.
კონცერტში მონაწილეობა აჭარის მუნიციპალიტეტებიდან, წინა ფესტივალების გამორჩეულმა მონაწილეებმაც მიიღეს. გამომსვლელებს შორის იყვნენ როგორც ახალგაზრდა ხელოვანები, ასევე ცნობილი პოეტები და შემსრულებლები. ფესტივალის პირველი ნაწილი თემატურ კონფერენციას დაეთმო.
დღეს გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები დააჯილდოვეს. ფოლკლორულ - ეთნოგრაფიული ფესტივალი „ტრადიციების კვალდაკვალ „ მეხუთე წელია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ტარდება. ფესტივალი წელს სასახლის 70 წლის იუბილეს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.