პროტესტის მიუხედავად 14 მოსამართლე უვადოდ აირჩიეს - პარლამენტის გადაწყვეტილება

12 დეკემბერი 2019, 16:51 1988 ნახვა

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ის მოსამართლეები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, აქტივისტები, ოპოზიციური პარტიები, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები  ე.წ. "ჩინჩალაძის კლანად" მოიხსენიებდნენ და მათ დამტკიცების და შერჩევის პროცედურებს აკრიტიკებდნენ, უვადოდ განმწესდნენ უზენაესს სასამართლოში. მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით კრიტიკული კითხვები და შეფასებები აქვს სახალხო დამცველს. 

სხდომაზე რეგისტრაცია 90 დეპუტატმა გაიარა, აქედან სხდომას არ ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.  სხდომას ესწრებოდა ეკა ბესელია, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ იღებს. დეპუტატმა მმართველი პარტია და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი, მოსამართლეების სიის დამტკიცების წინააღმდეგობის გამო დატოვა. 

უვადო მოსამართლეები გახდნენ: 

  1. მერაბ გაბინაშვილი   მოსამართლის კანიდიდატთან  
  2. მირანდა ერემაძე 
  3. მამუკა ვასაძე -  მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება  
  4. მაია ვაჩაძე -  მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება 
  5. თამარ ზამბახიძე - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება  
  6. შალვა თადუმაძე -  მოსამართლის  კანიდიდატთან გასაუბრება  
  7. ვლადიმერ კაკაბაძე -  მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   
  8. ლევან მიქაბერიძე -  მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება 
  9. გიორგი მიქაუტაძე - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება  
  10. ნუგზარ სხირტლაძე - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება    
  11. ლალი ფაფიაშვილი  - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   
  12. ნინო ქადაგიძე - მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   
  13. ქეთევან ცინცაძე მოსამართლის გასაუბრება  
  14. ალექსანდრე წულაძე  მოსამართლის კანიდიდატთან გასაუბრება   
ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი