20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა მთავრობის #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება.
სამედიცინო სექტორი ითხოვდა დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს.
მედიკოსები ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ლარის გაუფასურების ფაქტორი და არც ის, რომ გაზრდილია კომუნალური ტარიფები.