1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა

01 დეკემბერი 2019, 11:12 2891 ნახვა

დღეს, შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. „დავასრულოთ შიდსის ეპიდემია საქართველოში!“ - ეს, საქართველოს დევიზია. აივ/შიდსით პაციენტების ანტივირუსული მკურნალობით მოცვისა და მკურნალობაზე მყოფ პაციენტებში ვირუსული არაგანსაზღვრადობის (სუპრესიის) მაჩვენებლებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში ლიდერია.  

ქვეყანაში პაციენტების მხოლოდ 59%-ია გამოვლენილი. ასევე, სერიოზული გამოწვევაა გვიანი გამოვლენა.  დღეის მონაცემებით საქართველოში აივ/შიდსის 8028 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 6023 კაცია და 2005 – ქალი.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, შიდსის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება. შიდსის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები.​

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი