ჯანდაცვის უწყება VS სამედიცინო კლინიკები

30 ნოემბერი 2019, 20:20 1936 ნახვა

20 ნოემბრიდან ძალაში შევიდა მთავრობის  #520 დადგენილება, რომლის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრება ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით, 26-მა სამედიცინო დაწესებულებამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჯანდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ბიზნესომბუდსმენს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტსა და სახალხო დამცველს ღია წერილითაც მიმართეს.

სექტორი ითხოვდა 520-ე დადგენილების მინიმუმ ნახევარი წლით გადავადებას და ისეთი ტარიფების დამტკიცებას, რომელიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო ეკონომიკურ პარამეტრებს. მედიკოსები  ირწმუნებიან, რომ დადგენილებით განსაზღვრული ტარიფები სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებაზე გაცილებით ნაკლებია. ასევე, არაა გათვალისწინებული არც ლარის გაუფასურების ფაქტორი და არც ის, რომ 2013 წელთან შედარებით გაზრდილია კომუნალური ტარიფები.

ზემოჩამოთვლილი მიზეზების გათვალისწინებით, კლინიკების მფლობელები და დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ  ტარიფების გათანაბრებას მოჰყვება პაციენტებზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის   გაუარესება, მათი უფლებების დარღვევა და ეს ყველაფერი გამოიწვევს მთლიანად დარგის საქმიანობის შეფერხებას.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი