შესაძლოა უკანონოდ დაკავებული ექიმი მალე გაათავისუფლონ – ზალკალიანი

29 ნოემბერი 2019, 20:00 1569 ნახვა

არსებობს გარკვეული ინფორმაცია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დროული გათავისუფლება უნდა მოხდეს – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ საკითხზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმაც საქართველოში, კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ჩართულები არიან გამოსავლის სწრაფად პოვნაში.

 

შეგახსენებთ, ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ 9 ნოემბერს დააკავეს. იგი ე.წ. საზღვრის კვეთას არ აღიარებს და ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება. მას სოლიდარობა ქვეყნის შიგნით და საზღვრებს მიღმა არაერთმა ექიმმა გამოუცხადა. რეგიონებში გაიმართა „თეთრი ხალათების“ აქცია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი