1 დაღუპული და 3 დაჭრილი - უკავშირდება თუ არა ფაქტი პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობას 

27 ნოემბერი 2019, 18:02 2027 ნახვა

პანკისის მკვიდრი ლუიზა მუთოშვილი აცხადებს, რომ პანკისში მოკლული პირი მისი ბიძაა და მკვლელობის მიზეზი „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის გარშემო წარმოქმნილი კონფლიქტია, მისი თქმით მისი ბიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის უკან ხელისუფლება დგას და ის და მისი ოჯახი,პანკისში ჰესის მშენებლობას ლობირებდნენ. იგი ორ კონკრეტულ გვარს ასახელებს, მათ შორის ამ დაპირისპირებაში მონაწილესაც.

აცხადებს, რომ დაპირისპირება 1 თვის წინაც მოხდა,თუმცა მაშინ სიტუაცია ჩაწყნარდა. ლუიზა მუთოშვილი ყველა ინსტიტუციას და ორგანიზაცია დახმარებისკენ მოუწოდებს, რადგან მიაჩნია, რომ კონფლიქტი შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს.პანკისის ხეობაში კონფლიქტი ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის მოხდა. დაპირისპირების დროს დაიღუპა ერთი ადამიანი და დაიჭრა 3. გავრცელებული ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ადგილობრივ მოსახლეობას შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი დაჭრილი,  მურად ქავთარაშვილია, რომელიც რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილია

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში