თორნიკე რიჟვაძე: ტელევიზიის სტატუსი განხილვის საგანი არც ყოფილა და არც მომავალში იქნება

24 ნოემბერი 2019, 18:20 1866 ნახვა

თორნიკე რიჟვაძემ აბსურდული უწოდა გადაცემა „მთავარი აჭარაში“ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის გია აბულაძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ მმართველი გუნდი არჩევნების შემდეგ ტელევიზიის სტატუსზე მსჯელობას გეგმავს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი დამოუკიდებლობის იდეაა და ამას მთავრობა პატივს სცემს.

ის ირწმუნება რომ მსგავსი განხილვა გუნდში არ ყოფილა და ეს დამარცხების მოლოდინით შეშინებული ოპოზიციის  ნათქვამია. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის, ''მთავარში'' სტუმრობასაც გამოეხმაურა,გადაცემაში გიორგი კოხრეიძე ჟურნალისტებს რესპოდენტთან  პოლემიკაში შესვლაზე მიუთითებდა.

თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა რომ მისთვის ტელევიზიის ადმინისტრაციაზე კომენტარის გაკეთება მისაღები არ არის და რადგან ის დამოუკიდებელი მაუწყებელია. თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია რომ მრჩეველთა საბჭო ვალდებულია საკუთარი საქმე კანონის მოთხოვნების მიხედვით და პასუხისმგებლობით გააგრძელოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი