სექსუალური ხასიათის ვიდეოთი დაშანტაჟების გამო, პირი ციხეში 4 წელს გაატარებს - პროკურატურა

20 ნოემბერი 2019, 12:25 3447 ნახვა

სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის ბრალდებულს 4  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ  ლ.ც. დამნაშავედ ცნო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა. 

''სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ  მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება)  წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა'' - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

ფოტო: სოციალური ქსელიდან

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი