პარლამენტთან აქციაზე სავარაუდოდ, ბათუმელი პოეტი გენრი დოლიძე დააკავეს. ის სამოქალაქო მოძრაობის აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელია. კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველებს იგი ტერიტორიიდან გაჰყავთ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. დეტალებს ვაზუსტებთ.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციაზე ათამდე პირი აიყვანეს. მათ შორის არიან ზურა ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.