პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე „ევროპული საქართველოს“ წევრები იმყოფებიან.
ელენე ხოშტარიას თქმით, ისინი მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უწყობენ.
ცოტა ხნის წინ ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეები უმრავლესობის დეპუტატ ლერი ხაბელოვს დაუპირისპირდნენ, რომელიც ოფისში შედიოდა.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის დასრულებამდე დარჩებიან.