მაკო გომური დაზარალებულად ცნეს

11 ნოემბერი 2019, 20:00 1252 ნახვა

20-21 ივნისის აქციის დარბევის დროს დაზარალებული მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. აღნიშნული პირები პროკურატურის ცნობით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ცნეს დაზარალებულად.

მოკლედ პროკურატურამ სტატუსი დაზარალებულებს 5 თვის თავზე მიანიჭა. ე.წ. გავრილოვის ღამეს, რომელსაც მმართველი გუნდი შტურმის ღამედ მოიხსენიებს, ათობით მოქალაქე დაშავდა. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებთან ერთად ვინც თვალი დაკარგა, სხვებიც მოითხოვენ სტატუსის მინიჭებას. ამაზე ღიად მიუთითებს საიაც.

მიუხედავად ამისა კი თვეების გასვლის შემდეგაც პროკურატურა აცხადებს რომ გამოძიება გრძელდება და მხოლოდ დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი სხვა სამართლებრივი გადაწყვეტილებების შესახებ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი