თბილისის კინოთეატრებში პრევენციის მიზნით გამნაღველებისა და კინოლოგების სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძე აქციის ორგანიზატორებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს.
"შსს, როგორც მართლწესრიგზე პასუხისმგებელი უწყება მოუწოდებს აქციის ორგანიზატირებს, ასევე მასში მონაწილე პირებს დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რაიმე სამართალდარღვევას ექნება ადგილი პოლიცია შესაბამის კანონიერ ზომას მიიღებს"-განაცხადა კახა ბუხრაძემ.