აქციაზე ერთი ქალი დაშავდა

08 ნოემბერი 2019, 20:01 1562 ნახვა

კინოთეატრ ამირანთან აქტივისტი ანა სუბელიანი დაშავდა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა. დაშავებული ქალი ტერიტორიიდან პოლიციელებმა და სასწრაფო დახმარების ექიმებმა გაიყვანეს. ​

აქციაზე შეკრებილები თავდაპირველად პიროტექნიკას აფეთქებდნენ. შემდეგ კი პოლიციელების კორდონის გარღვევას და კინოთეატრში შესვლას ცდილობდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ კოსტავას გამზირზე 2 პირი დააკავა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი