დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა - მაკო გომური

07 ნოემბერი 2019, 10:36 1285 ნახვა

დაკარგა თუ არა  აქციის დარბევისას მაკო გომირმა თვალი-ასეთია ექსპერტიზის შეკითხვა. 20 ივნისს აქციის დაშლის დროს დაზარალებული ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისთვის  გაუგებარია, რატომ არ აქვს ექსპერტიზას სხვა შეკითხვები.

„მოკლედ 4 თვეზე მეტია გასული, ექსპერტიზის დასკვნას ვინ ჩივის, არც გამოძიება ყოფილა დაწყებული. დღეს დამირეკეს და ექსპერტიზის შეკითხვა გადმომცეს: დაკარგე თუ არა ჯანსაღი თვალიო, ანუ მანამდე თვალზე რამე პრობლემა ხომ არ გქონდაო. წარმოიდგინეთ, მთელი ოთხი თვის განმავლობაში, ექსპერტიზას მეტი შეკითხვა არ გაუჩნდა. ანუ მინუს 30 რომ მქონოდა, ჯანდაბას, მაინც მოსაშორებელი თვალი იყო,“ - წერს მაკო გომური.

ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი