საპატრიარქოს ირგვლივ ახალი სკანდალი ტრიალებს. ამჯერად სინოდის წევრს, მეუფე ზოსიმეს ადანაშაულებენ სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში. საუბარია 1988 წელზე და სასულიერო სემინარიაში განვითარებულ სავარაუდო მოვლენებზე. სავარაუდო დანაშაულზე სემინარიის ერთ-ერთი აღსაზრდელი, ამჟამად საფრანგეთში მოღვაწე მღვდელი გიორგი სხილაძე ყვება, ამასთან გავრცელდა სემინარიის მეორე აღსაზრდელის წერილიც, სადაც იგი აღწერს რა მოხდა და როგორ სცადა ახლა უკვე დაწინაურებულმა მიტროპოლიტმა მისი სექსუალური შევიწროება.
ბრალდებების ავტორი მიუთითებს, რომ ამის შესახებ იცოდა პატრიარქის ძმისშვილმა, ბათუმის ეპარქიის მღვდელთმთავარმა დიმიტრი შიოლაშვილმა. ჩვენ ვცადეთ მიტროპოლიტთან დაკავშირება, თუმცა იგი ამ საკითხს არ გამოხმაურებია. რაც შეეხება მეუფე ზოსიმეს, იგი ბრალდებებს ცილისწამებას აფასებს და ილია მეორის დისკრედიტაციის მცდელობას ხედავს.
ილია მეორის წინააღმდეგ და ზოგადად საპატრიარქოს ირგვლივ არსებულ ვითარებას კი მმართველ გუნდში მიზანმიმართულ თავდასხმას უწოდებენ და პასუხისმგებლობას „ნაციონალური მოძრაობას აკისრებენ.