ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“, სადაც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია იმართება, სახანძრო-საევაკუაციო განგაში გამოცხადდა.
დელეგატებმა მეორე სართული დატოვეს და ფოიეში ჩამოვიდნენ.
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, სასტუმროს ადმინისტრაციაში განუმარტეს, რომ პრობლემა სამზარეულოში შეიქმნა, დაკვამლიანების გამო სიგნალი ჩაირთო. ამ ეტაპზე კი ხარვეზი აღმოფხვრილია.
სტუმრები საკონფერენციო დარბაზში მალევე დაბრუნდნენ.
6-7 ნოემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას მასპინძლობს. რიგით მე-13 კონფერენცია ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ტარდება.