ბათუმელი ჩემპიონი სწავლის გადასახადისგან გაათავისუფლეს 

05 ნოემბერი 2019, 14:48 2750 ნახვა

ბათუმელ მკლავჭიდელ მარიამ ნოდიას, რომელიც რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლის საფასურისგან სრულად ათავისუფლებს. დღეს ჩემპიონს და აჭარის რეგიონული მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა შავაძეს, რექტორმა მერაბ ხალვაშმა უმასპინძლა.

მარიამი ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტია. ის ეკოლოგიის მიმართულებით სწავლობს. სწავლის დაფინანსების გარდა, მარიამს უნივერსიტეტის რექტორმა ბსუ-ს პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერთიფიკატიც გადასცა.

მარიამ ნოდია მსოფლიო ჩემპიონი, 21 წლამდე ასაკში, 55 კგ წონით კატეგორიაში გახდა. ჩემპიონატი რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში გაიმართა. 

მომავალ წელს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატს ბათუმი უმასპინძლებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი