''ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციას, კვლავ გიორგი ცინქცილაძე უხელმძღვანელებს. დღესვე, დამტკიცდა განახლებული პოლიტსაბჭოც.
პარტიის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განმარტებით გუნდი, 2020 წლის არჩევნებისთვის ემზადება და რეგიონებში შეხვედრები გაგრძელდება. ნინო ბურჯანაძე პარტიის გადახალისებას და ახალი სახეებით დაკომპლექტებას აანონსებს.