ბოლო 9 თვეში საქართველოში სექსუალური ხასიათის ქმედებისთვის პასუხისგებაში 152 პირი მიეცა, მათგან 114 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულშია მხილებული. ამის შესახებ ბოლო ცნობები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა.
ცნობილია, რომ უწყება არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულებისთვის უვადო პატიმრობის შესაფარდებლად კანონში ცვლილებას ითხოვს. ამასთან ამბობენ, რომ საგანგაშო სტატისტიკაზე ცნობიერების ამაღლება და მიმართვიანობის გაზრდაც მოქმედებს.
მიმართვიანობის გარდა, ფაქტია რომ პედოფილიის შემთხვევები გასულ წელთან შედარებით გაზრდილია - ამის შესახებ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით გაზეთი „ბათუმელები“ წერს. პროკურატურიდან მიღებული ცნობებით ყველაზე პატარა ბავშვი, რომელიც წელს საქართველოში გააუპატიურეს, 4 წლის იყო.