თამაზ ბაკურიძე ავტობანის მშენებლობის პროცესის დარღვევებზე საუბრობს

07 სექტემბერი 2016, 00:00 4220 ნახვა

თამაზ ბაკურიძე ქობულეთის შემოვლითი გზის გარკვეულ მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებს. უფლედამცველის განცხადებით, ავტობანის იმ ნაწილზე, რომელიც ბობოყვათის, დაგვასა და შუაღელის სიახლოვეს გადის, უსაფრთხოების ნორმები დარღვეულია. ბაკურიძის მტკიცებით, მიმდებარე გზაზე, რომელიც აღნიშნულ სოფლებს ქობულეთთან აკავშირებს, უამინდობის დროს ავტობანიდან ქვები და სხვა ინერტული მასალები ცვივა.  მან მედიას ფოტოსურათებიც წარუდგინა და შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. პრესკონფერენციას საგზაო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მსგავსი პრობლემების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, მიმართვის შემთხვევაში კი მზად არიან საჭირო ზომები მიიღონ.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში