ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ

29 ოქტომბერი 2019, 13:33 1751 ნახვა

ექიმებს შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ.

კონტროლის გამკაცრების აუცილებლობას  ჯანდაცვის სამინისტროში იმით ხსნიან, რომ ხშირ შემთხვევაში კონკრეტული სპეციალობის ექიმების რამდენიმე ადგილზე მუშაობა პრობლემებს ქმნის, განსაკუთრებით საავადმყოფოში ექიმის დროულად მისვლასთან დაკავშირებით.

"ის ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი, რო­მე­ლიც დღეს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია, ფრაგ­მენ­ტუ­ლად აწ­ვდის სერ­ვისს და ხში­რად იმის გამო, რომ ექი­მის გა­და­ად­გი­ლე­ბა ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე დროს მო­ი­თხოვს და შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლა­დაც ვერ მი­ვი­დეს გა­და­უ­დე­ბელ შემ­თხვე­ვებ­ში და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე, ასე­თი რის­კე­ბი სრუ­ლი­ად მო­იხ­სნე­ბა, რად­გან ექი­მი იმუ­შა­ვებს ერთ კონ­კრე­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, თა­ვის დროს მო­ახ­მარს იქ და ექ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბაც,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ​შე­იძ­ლე­ბა ექიმს ორ კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა მი­ე­ცეს, მაგ­რამ „არა სამ­ში, ოთხში, ხუთ­სა და ექ­ვსში“.

სამინისტროში ადასტურებენ, რომ არსებული სურათი სისტემაში საკადრო რესურსის დეფიციტის მაჩვენებელია.

"ჩვენ გვაქვს ექთ­ნე­ბის მწვა­ვე დე­ფი­ცი­ტი სის­ტე­მა­ში, ასე­ვე ეს ექთ­ნე­ბი გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან არა­თანბ­რად სხვა­დას­ხვა მცი­რე ზო­მის კლი­ნი­კა­ში. ამ­დე­ნად, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი ამ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ასე­თია, რომ სე­ლექ­ცი­უ­რი კონ­ტრაქ­ტი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში სა­შუ­ა­ლე­ბა გვექ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი გა­მო­ვი­ყე­ნოთ მე­ტად ოპ­ტი­მა­ლუ­რად"- ამბობენ სამინისტროში.

ინფორმაციას ინტერპრესსნიუსი ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი