სასამართლომ 20 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

28 ოქტომბერი 2019, 17:24 1614 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ 16 პირს, მათ შორის მაკო გომურს  დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა. დაზარალებულების სახელით საიამ სასამართლოს 2019 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, როდესაც პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი დაუსაბუთებლად უთხრა.  

"ამ დროისათვის სასამართლოში იმ 16 პირის საქმე განიხლებოდა  (მათ შორის 8 ჟურნალისტი) რომელთა სისხლის სამართლის საქმეში საია თავიდანვე ჩაერთო. ყველა მათგანს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 20-21 ივნისს,  სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდოდ უფლებამოსილების გადამეტების შედეგად მიადგა. ნაწილ მათგანს, დაზიანებები რეზინის ტყვიების გამოყენების, ხოლო ზოგიერთ მათგანს - პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად მიადგათ. სადავო არ არის ის გარემოება, რომ აღნიშნულმა პირებმა დაზიანებები 20-21 ივნისს მიიღეს. მიუხედავად ამისა, არც პროკურატურამ და არც სასამართლომ ისინი დაზარალებულებად არ ცნო"- წერია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს რომელიმე სახის ზიანი, რაც ამ შემთხვევაში ვერ დადგინდა.

საია მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლო, ასევე პროკურატურა უკანონოდ აჭიანურებს 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სტატუსის მინიჭებას. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი