მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, ველოსიპედით მიმავალ კაცს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმების განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მისულებს კაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
მომხდარზე 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო გამოძიება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.