ბათუმის მერს ახალი მოადგილე ჰყავს. ვიცე-მერის პოსტი ჯაბა ტუღუშმა ჩაიბარა. ლაშა კომახიძემ, მას ქალაქის ინფრასტრუქტურული საკითხების ზედამხედველობა დაავალა.
ვიცე-მერის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის 30 მაისს ბათუმის ყოფილი მერი და მასთან ერთად მერიის 6 მაღალჩინოსანი დააკავეს.
ჯაბა ტუღუში პროფესიით ინჟინერ-ეკონომისტია. იგი 2003 წლიდან "ბრითიშ პეტროლიუმში"
მოგვიანებით კი, ბათუმის პორტში ხარისხის უზრუნველყოფისა და კონტროლის დეპარტამენტში, ხარისხის კონტროლის ინსპექტორად მუშაობდა.
2011 წლიდან მან ბათუმის მერიაში გადაინაცვა. ჯაბა ტუღუში ბათუმის მერის მრჩეველი იყო მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში. იგი მერიის საინვესტიციო პროგრამებსაც ხელმძღვანელობდა.
ბათუმის მერმა დღეს ახალი ვიცე-მერი თანამშრომლებს წარუდგინა, თენგიზ პეტრიძეს კი კარგი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.