სამართალდამცველებმა ტურისტის გაქურდვისთვის ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, თერჯოლაში მდებარე სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხელჩანთიდან 2 000 ამერიკული დოლარი ამოუღო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციის ინფორმაციით, ე.ქ.-მ მოპარული ფული ამავე კვების ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ჯიხურის უკან გადამალა.
შემთხვევა თერჯოლაში მოხდა. შსს-ს თანამშრომლებმა 1982 წელს დაბადებული ე.ქ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.