ყოფილი მერი და მაღალჩინოსნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

16 ოქტომბერი 2019, 20:30 2962 ნახვა

ჰქონდა თუ არა ლაშა კომახიძეს უფლება საკრებულოს თანხმობის გარეშე, ერთპიროვნულად გადაეწყვიტა და ხელი მოეწერა ერმაკოვის ოჯახთან შეთანხმებაზე? მოსამართლე დავით მამისეიშვილი მიიჩნევს, რომ მას ამის უფლება  არ ჰქონდა. საკრებულოს დეპუტატები კი, მათ შორის ოპოზიციიდანაც, აცხადებენ რომ პირიქით,  საკითხის საკრებულოსთან შეთანხმების ვალდებულება არ არსებობდა.

საქმე იმაშია, რომ კომახიძე ბრალდებულების ოჯახებს დასთანხმდა, თუ მათი ბრალეულობა დამტკიცდებოდა, გაფლანგული ასობით ათასი ლარი მათი ქონებით ანაზღაურდებოდა. ზარალი და შეთავაზებული თანხა ერთმანეთთან თავსებადი არითმეტიკულად არაა, მაგრამ მოსამართლემ ამაზე მეტად ყურადღება მერის უფლებამოსილებაზე გაამახვილა და საბოლოოდ ისინი პატიმრობაში დატოვა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი