5 წლის ბავშვთან სექსუალური ძალადობისთვის კაცს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

16 ოქტომბერი 2019, 11:04 2146 ნახვა

5 წლის ბავშვთან სექსუალური ძალადობისთვის კაცს 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა  და გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული ო.ი. დამნაშავედ ცნო.  

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის მარტიდან ივლისის ჩათვლით, მამაკაცი 5 წლის მეზობელი გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა. 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 27 ივლისს  დააკავეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გარყვნილი ქმედებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში