თხილნარში საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

06 სექტემბერი 2016, 00:00 3984 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. სოფლის იმ ნაწილში, სადაც მეწყერმა ზედა თხილნართან დამაკავშირებელი გზა გადაკეტა, სპეციალური ტექნიკა ღამითაც მუშაობდა. თუმცა იმის გამო, რომ მეწყრული პროცესები მუნიციპალიტეტის სხვა დასახლებებშიც განვითარდა და ტექნიკა საკმარისი არ აღმოჩნდა, მოძრაობა სრულად აღდგენილი ჯერ კიდევ არ არის. თხილნარში მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოინახულა. ნადიმ ვარშანიძემ მოსახლეობას შექმნილი ვითარების გამო ბოდიში მოუხადა და განაცხადა რომ საავტომობილო მიმოსვლა სრულად უახლოეს საათებში აღდგება. ამასთან გაგრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის სხვა ტერიტორიებზე. წინასწარი ინფორმაციით, ძლიოერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ნახევარი მილიონი ლარით დაზარალდა.

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში