სირიაში ამერიკელ ჯარისკაცებს თურქული პოზიციებიდან  ცეცხლი გაუხსნეს - პენტაგონი

12 ოქტომბერი 2019, 11:13 3875 ნახვა

ჩრდილოეთ სირიაში განლაგებულ ამერიკელ ჯარისკაცებს თურქული პოზიციებიდან საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. „როიტერსი“ პენტაგონზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი ქალაქ კობანესთან ახლოს მოხდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქი სამხედროები ყველანაირად ცდილობდნენ ამერიკული ბაზა არ დაზიანებულიყო, თუმცა იძულებული იყვნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ, ვინაიდან მათ თავს დაესხნენ ტერიტორიიდან, რომელიც აშშ-ის ბაზასთან ახლოს მდებარეობს.

ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს არ სურს ნატო-ს წევრ თურქეთს ცეცხლი გაუხსნას, თუმცა, ამერიკელ ჯარისკაცებს თავდაცვის უფლება აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი