მიიმალა მამაკაცი, რომელსაც ცოლის მკვლელობაში ადანაშაულებენ 

11 ოქტომბერი 2019, 18:32 1729 ნახვა

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმალვაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ის ჯერ არ დაუკავებიათ.

მამაკაცმა 30 წლის ქალს იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა. შემთხვევა ხაშურში დღეს მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში, თავის არეში დაზიანებით უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. ექიმების განცხადებით, ის რეანიმაციაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო და გარდაიცვალა. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი