პროკურატურას მიმართავს და დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს, თამთა თოდაძის ადვოკატიც. იგი მოწმეზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც თამთა თოდაძის უფლებადამცველი, ასევე დედა იხსენებენ, რომ შემთხვევის დღეს, მასთან მივიდა მისი ყოფილი მეზობელი და დეპუტატ ილია ჯიშკარიანის ნაცნობი, რომელმაც ოჯახს ილია ჯიშკარიანის დანაბარები გადასცა, რომ თამთა თოდაძემ უარყოს მის მიმართ წაყენებული ბრალი.
გამოკითხვაზე შესაძლო სექსუალური ძალადობის მსხვერპლთან ერთად იმყოფებოდა მისი დედა ხათუნა ოქროპირიძეც. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება.
შეგახსენებთ, თამთა თოდაძე, რომელიც თბილისის საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანი თანაშემწეა, ჰყვება, რომ 30 სექტემბერს დეპუტატს ჰქონდა სექსუალური ძალადობის მცდელობა, რასაც სავარაუდო მსხვერპლის თქმით, თავი გაქცევით დააღწია. ფაქტზე გამოძიება სამი მუხლითაა დაწყებული. არსებული ინფორმაციით დეპუტატი ისევ კლინიკაშია მოთავსებული.