''რთველი 2019- ს“ ქობულეთმა უმასპინძლა. ღვინის სახლში გამოხადეს ჭაჭა, გაიმართა ჩურჩხელის ამოვლებისა და და შოთის პურის ცხობის მასტერკლასებიც.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საინვესტიციო ფორუმის 10 უცხო ქვეყნის 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი. ქობულეთის აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში წელს 12 ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რომელიც ადგილზე დაიწურება.