ტელეკომპანია ''რუსთავი 2''-ის ყოფილი და ''მთავარი არხის'' მოქმედი თანამშრომელი, გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს.
მისი გამოკითხვა ორშაბათსაა ჩანიშნული, თუმცა ზუსტი დროს ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.
გიორგი გაბუნია ''რუსთავი 2''-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშია დაბარებული - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურაში ნოდარ მელაძეც დაიბარეს. მას ხვალ 11 საათზე გამოკითხავენ.
ჩვენება უკვე მისცა ტელეკომპანიის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი ლაფერაშვილმა.