საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წწევრების შესარჩევი საკონკურსო კომისია პირველად შეიკრიბა. კომისიამ თავმჯდომარედ ერმილე მესხია აირჩია, მდივანი კი ასლან ლორთქიფანიძე იქნება.
კომისიამ დებულების პროექტიც დაამტკიცა. ცვლილება შევიდა 2 ნაწილში. კანდიდატს დოკუმენტაციაში ხარვეზის შემთხვევაში, ნაცვლად 24-ისა 48 საათი მიეცემა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, ამჯერად ღია იქნება, თუმცა სავარაუდოდ მედიისთვის დახურული.
ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის 3-მა წევრმა, წინააღმდეგი ასლან ლორთქიფანიძე იყო. სხდომას არ ესწრებოდა ლევან ჯაყელი. დებულების პროექტი უმაღლესი საბჭოს ბიუროს დასამტკიცებლად გადაეცა.
კომისიამ 23 კანდიდატის დოკუმენტაცია 15 დღის განმავლობაში უნდა განიხილოს, ამის შემდეგ კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართება.