საქართველში მხოლოდ აგვისტოში 1726 ქურდობა მოხდა

02 ოქტომბერი 2019, 20:40 2204 ნახვა

ყაჩაღობა ბათუმში. შემთხვევა თამარის დასახლებაში შუადღისას მოხდა. ამ დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. პოლიციის გამოძახება კი მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც მძარცველებმა ბინა დატოვეს. ქალს პირი წებოვანი ლენტით ჰქონდა აკრული.

წაღებულია ძვირფასი ნივთები და ფული, სამი დამნაშავიდან კი ამ ეტაპზე ოფიციალური ინფორმაციით დაკავებულია ორი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ბინაში შეღწევისა და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით აწარმოებს. 

გამოსაძიებელია ასობით ქურდობის შემთხვევაც, რადგან საქართველოს მასშტაბით მხოლოდ აგვისტოში ჩადენილი ქურდობის 1726 ფაქტიდან მხოლოდ 175-ია გახსნილი. ბოლო შემთხვევა გაცილებით მძიმე დანაშაულია და როგორც უკვე გითხარით ყაჩაღობად კვალიფიცირდება.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი