ორ საათში ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი პროკურატურაში მივა. ზუკა გუმბარიძე საგამოძიებო უწყებაში ინტერმედიას საქმეზეა დაბარებული. ტელეკომპანია ფორმულამ მაუწყებლობა გუშინ დაიწყო.
საგამოძიებო მოქმედებები რუსთავი 2-ის კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერ მედია პლიუსის მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესასწავლად მიმდინარეობს.